"პროკრედიტ ბანკი" 20 წლის გახდა

„პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში გაიმართა ბანკის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მენეჯმენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარსელ სებასტიან ცაიტინგერთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას პროკრედიტ ბანკის საქართველოში მოღვაწეობის 20 წლიან ისტორია და უახლოეს მომავალში დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო.
ღონისძიება მოიცავდა 30-წუთიან ოფიციალურ ნაწილს, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. ოფიციალური ნაწილის შემდეგ წარმოდგენილი იყოა საკონცერტო რეპერტუარი ბექა გოჩიაშვილისა და ტრიოს შესრულებით.
საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეული იყო 700-ზე მეტი სტუმარი საქართველოს ბიზნეს სექტორიდან.
(R)
























