მამუკა მდინარაძე - ნიკა მელია არის დეპუტატი, თუმცა აქვს სპეციალური აკრძალვები

ნიკა მელია არის დეპუტატი, მას არ აქვს შეჩერებული სადეპუტატო უფლებამოსილება.ასევე,მას, როგორც ბრალდებულ ნიკა მელიას, გააჩნია აღკვეთის ღონისძიება გირაოს ქვეშ და სპეციალური აკრძალვები, რომ პროცესის მწარმოებელი ორგანოს გარეშე ვერ გადაადგილდეს,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, მელიას უფლებამოსილება შეჩერებული არ აქვს.

"დღეს არაერთხელ მომიწია ძველ პროფესიში დაბრუნება და იურიდიული განმარტებების გაკეთება .ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი ორგანიზაციების ტყუილის გამო. მე,როგორც იურისტი და თუნდაც პოლიტიკოსი განვმარტავ, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებასთან დაკავშირებით პარლამენტს არანაირი გადაწყვეტულება არ მიუღია. შესაბამისად, მას უფლებამოსლება არ შეჩერებია. ამის საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ, შეიძლება იყოს პირის დაპატიმრება. ასეთი, ნიკა მელიას არ შეფარდებია. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვერ იმსჯელებდა მისი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით.რაც შეეხება მეორე მხარე - პირველი ინსტანციის სასამართლოს შეზღუდვებს, რომელიც გირაოს ფარგლებში დააწესა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესის მწარმოებელი ორგანოს გარეშე მაგა

ლითად,, ვერ გადადგილდება თავისი საცხოვრებელი სახლიდან", - განაცხადა მდინარაძემ. მისი თქმით, ბრალდების მხარე ასაჩივრებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას.

"ვფიქრობ, ამას დაცვის მხარეც გაასაჩივრებს აქედან გამომდინარე, ჩვენ წინ გველოდება საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. .ამიტომ, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ვნახოთ, როგორ მოვა ორი სამართლებრივი მოვლენა ერთმანეთთან შესაბამისობაში ვნახავთ. ერთი ის, რომ დეპუტატის უფლებამოსილება აქვს,მაგრამ ასევე აქვს შეზღუდვები, რომ პროცესის მწარმოებელი ორგანოს გარეშე ვერ გადაადგილდეს", - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია