17 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება

17 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ და „ჩექ ინ ჯორჯია“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების საღამოს წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბლექ სი არენადან“ აცნობეს, „ბლექ სი არენას“ მსმენელი კახიძეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციებს ორ განყოფილებად მოისმენს. კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები.

„ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის მოღვაწეობას კინოსა და თეატრისათვის, რომლისთვისაც მან არაერთი შესანიშნავი სიმღერა შექმნა.

ჯანსუღ კახიძემ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ხალხურ ინტონაციას ესტრადისათვის მანამდე არნახული ფუნქცია მოუნახა, რაც ბრწყინვალედააა წარმოჩენილი იმ საკონცერტო პროგრამაში, რომელიც ვახტანგ კახიძემ თბილისის სიმფონიური ორკესტრისათვის განახლებული საორკესტრო არანჟირებებით წარმოადგინა.

კონცერტის მეორე განყოფილებაში კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები აჟღერდება. ავტორი კი არა მხოლოდ დირიჟორობს კონცერტს, არამედ თავადაც ასრულებს თავის სიმღერებს, ახალგაზრდა სოლისტებთან ერთად.

კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის, ვახტანგ კახიძის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, წარმოდგენილ პროგრამაში სხვადასხვა წელს შექმნილი მისი ყველაზე პოპულარული მუსიკა სრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი "რუსთავი", ვახტანგ კახიძე (ვოკალი, დირიჟორი, კლავიშებიანი ინსტრუმენტები), მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი. კონცერტის ქრონომეტრაჟი: 2 საათი ბილეთების გაყიდვა დაიწყება 4 ივლისიდან, tkt.ge-სა და biletebi.ge-ს-ს საშუალებით. ფასი: 20-50 ლარი, VIP-ზონა - 80 ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება