ნიკა მელია - ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა უკვე წააგო

ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა უკვე წააგო. ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება ან დამარცხება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს. მელიას თქმით, დაცვის მხარე ითხოვს იმ შეზღუდვის მოხსნას, რომელიც მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა, კერძოდ, სახლიდან გასვლის აკრძალვას სამართალდამცველების ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

„ორი საჩივარია შეტანილი სააპელაციო სასამართლოში. ერთი დაცვის მხარის მიერ, რომლითაც საჩივრდება ის შეზღუდვა, რომელიც მე დამიწესდა. ეს შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის მათ შორის პარლამენტის რეგლამენტთან. მეორეს მხრივ, პროკურატურა ასაჩივრებს იმ აღკვეთის ღონისძიების სახეს, რომელიც მე შემეფარდა და უნდათ კვლავ პატიმრობა. მე ვფიქრობ მთავარი ბრძოლა ხელისუფლებამ უკვე წააგო. ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება ან დამარცხება. პოლიტიკურად ეს ხელისუფლება დამარცხდება, ოღონდ ჩემთან არა, არამედ საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც აპროტესტებს ამ უმსგავსოებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი.

„უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამაზე უნდა აგონ პასუხი, თუმცა ამას არ აკეთებენ, ვინაიდან რაციონალიზმი აღარ არის მათში. გახარია თავადვე კიდიათ დამოკლეს მახვილივით. სანამ გახარიაა შს მინისტრი, არათუ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება, თავად იმ უწყების დეზორიენტაცია და დემორალიზება ხდება, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა