„ენერგო-პრო ჯორჯია“ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

„სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით და აფრთხილებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები ელექტროდანადგარებისა და გამანაწილებელი ქსელის სიახლოვეს.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზაფხულში დასასვენებელ ზონებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება დამსვენებელთა მიერ უსაფრთხოების წესების გათვალისწინება, რადგან ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს.

მათივე განცხადებით, დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, სადენთან მიახლოება. აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტროქსელებში ავარიული ან სახიფათო მდგომარეობას შენიშნავს (როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა), აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 0322471707.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა