კახა კალაძე 20 ივნისის მოვლენებზე - აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა - ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი

აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი, თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ მოვლენების განვითარება იხილა და ახლა ფაქტის დამახინჯება მიუღებელია.

„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი, თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე. გვახსოვს ჩვენ, როგორ განვითარდა მოვლენები. თქვენ თუ არ გინდათ, რომ არ დავინახოთ რეალურად რა იყო და როგორ იყო, ეს სხვა თემაა, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რატომ დაიწყო შეტევა, რომელი განცხადებების, ვისი მოწოდებების შემდეგ დაიწყო, ეს ყველაფერი თქვენს მიერაა გადაღებული და საზოგადოებამ არაერთხელ იხილა“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება