სერგეი შოიგუ დაღუპულ მეზღვაურებზე - კრიტიკულ სიტუაციაში ისინი გმირულად მოქმედებდნენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამხედრო დანიშნულების წყალქვეშა აპარტზე მომხდარი ხანძრის თაობაზე ზოგადი ცნობები გამოაქვეყნა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კრიტიკულ სიტუაციაში წყალქვეშა მეზღვაურები გმირულად მოქმედებდნენ. მისივე თქმით, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ეკიპაჟის დანარჩენი წევრები და მთლიანად წყალქვეშა აპარატი.

სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ პირები, რომლებიც დაიღუპნენ, იყვნენ უნიკალური სამხედრო სპეციალისტები, მაღალი კლასის პროფესიონალები, რომლებიც დედამიწის ჰიდროსფეროს შესასწავლად მნიშვნელოვან კვლევებს ატარებდნენ. მან დასძინა, რომ ყველა წარდგენილი იქნება სახელმწიფო ჯილდოზე და დაღუპულების ოჯახებს თავდაცვის სამინისტრო დაეხმარება.

მანამდე თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომხდარზე დეტალურ ინფორმაციას ვერ გამოაქვეყნებენ, რადგან ის სახელმწიფო საიდუმლოა.

ტრაგედია ბარენცის ზღვაში 1 ივლისს მოხდა. ხანძარი გაჩნდა ღრმაწყლიან სამეცნიერო-კვლევით აპარატში და 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულებიდან 7 პირველი რანგის კაპიტანი იყო, სამი მეორე რანგის კაპიტანი. ორს ჰქონდა რუსეთის გმირის წოდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო