ავჭალაში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

ავჭალაში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით 1 425 კვ. მ. ფართობზე კაპიტალურად ეწყობა ასფალტის საფარი.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 76 243 ლარია გათვალისწინებული.

პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

გლდანის რაიონში გზის რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. სამუშაოები ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასევე, ჯანჯღავას I შესახვევში, რეზო გაბაშვილის N7-14-ში და მუხიანი 2-ში, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება