ეკონომიკის სამინისტრო - საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის და მოქმედი სტუდენტებისთვის უპრეცედენტო შეღავათები დაწესდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობის, სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო აკადემიის უშუალო ჩართულობით, მეზღვაურების პროფესიული ზრდა-განვითარების მიზნით, მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის და მოქმედი სტუდენტებისთვის სასწავლო-საწვრთნელი სერტიფიკატების უფასოდ გაცემას. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ გადაწყვიტა, აკადემიის სტუდენტებისთვის პრაქტიკისთვის სავალდებულო კურსები უფასოდ ჩაატაროს.

„ა) გამომდინარე იქიდან, რომ მეზღვაურთა საზღვაო 6-თვიანი პრაქტიკა საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია და ეთმობა 30 კრედიტი, საზღვაო პრაქტიკისთვის კი აუცილებელია თეორიული ცოდნის გარდა კონკრეტული საწვრთნელი კურსების გავლა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ გადაწყვიტა, აკადემიის სტუდენტებისთვის პრაქტიკისთვის სავალდებულო ქვემოთ ჩამოთვლილი კურსები უფასოდ ჩაატაროს:

ა) Personal Survival Techniques 1.19 / პირადი გადარჩენის მეთოდები;

ბ) Fire Prevention And Fire Fighting 1.20 / ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა;

გ) Elementary First Aid 1.13 / ელემენტარული პირველადი დახმარება;

დ) Personal Safety And Social Responsibilities 1.21 / პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა.

ბ) მეზღვაურთა დასაქმებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა - მის გარეშე მეზღვაურების შანსი, დასაქმდნენ წამყვან და პრესპექტიულ კომპანიებში, ძალიან დაბალია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარ ბაზაზე ყველა მსურველ მეზღვაურს უფასოდ ჩაუტაროს ინგლისური ენის შემსწავლელი ორთვიანი კურსები. კურსებს გაუძღვებიან საზღვაო აკადემიის პროფესორები (აკადემიური პერსონალი).

კურსების ორგანიზებულად წამართვის მიზნით გამოცხადდება რეგისტრაცია მიმდინარე წლის 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრში, მისამართი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N2), რის შემდეგაც შეიქმნება სპეციალური ჯგუფები და დაიწყება მეცადინეობები.

გ) აკადემია ასევე ითვალისწინებს იმ პირების მდგომარეობას და საჭიროებებს, ვინც დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, აიღო შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის სერტიფიკატი, მაგრამ ვერ მოახერხა დასაქმება. შესაბამისად, საზღვაო აკადემია საკუთარ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მეზღვაურის სერტიფიკატები უკვე აღებული აქვთ და ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ დასაქმდნენ, შესაბამის პოზიციაზე საწვრთნელ კურსებს ჩაუტარებს უფასოდ. აღნიშნული შეღავათებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული შეღავათები/აქციები არ არის ერთჯერადი და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაა და აცნობიერებს თავის მნიშვნელობას საზღვაო სფეროს განვითარების საკითხში. წლების განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას თავისი წვლილი შეაქვს მეზღვაურთათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში, მათი წინსვლისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2020
არმაზ ახვლედიანი -  უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა
კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა Forbes Georgia-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე Property-ს ჯილდო მოიპოვა
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სწრაფად და იაფად იქნება შესაძლებელი
Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს