Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 39 ლარად 24 საათშია შესაძლებელი

პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ 24 საათში, 39 ლარად მიიღებს.

"ლივოს" შეფასების სერვისი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი სამართლებრივი თუ კომერციული მიზნებისთვის. მათ შორის, აუდიტორული დასკვნისთვის, ბუღალტრული ანგარიშგებისთვის, ქონების გადასახადის დაანგარიშების, ქონების გაყოფის, სესხის აღების და სხვა მრავალი დანიშნულებისთვის. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კომერციულ ბანკებს, სალიზინგო, სადაზღვეო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.

შეფასების სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. ტარიფი ნებისმიერი ადგილმდებარეობის შემთხვევაში იდენტურია. საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასების ღირებულება 24 საათში 39 ლარია, დაჩქარებული მომსახურება 6 საათში - 78 ლარი. კომერციული ფართის შეფასება 24 საათში 149 ლარი ღირს, დაჩქარებული მომსახურება 6 საათში - 298 ლარი. (ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Livo.ge-ს ვებ-გვერდზე).

უძრავი ქონების შეფასებას ახორციელებს 55 სერთიფიცირებული შემფასებელი, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ლივოს შემფასებლების მიერ შეფასებული უძრავი ქონების პორტფელი ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას მოიცავს.

"ლივოს" მიერ დღეში საშუალოდ 600 ერთეული უძრავი ქონების შეფასება ხორციელდება, რაც ამ მხრივ კომპანია ლიდერია ბაზარზე. უახლოეს მომავალში, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, "ლივოს" შეფასებების რაოდენობა დღეში 900 ერთეულს მიაღწევს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.

უძრავი ქონების შეფასების პასუხისმგებლობა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანიის მიერ.

“ჩვენი მიზანია, ონლაინ შეფასების სერვისი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ფასისა და ტერიტორიული დაფარის კუთხით. ამით კი უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების ხელშეწყობას ვცდილობთ“, - ამბობს გიორგი ჩუმაშვილი, Livo.ge-ს დამფუძნებელი.

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. მისი საშუალებით მომხმარებელი სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად შეძლებს, დამატებითი პროცედურების გარეშე.

ლივოს სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: Livo.ge, ან ცხელ ხაზზე: 032 215 86 86

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა