ეუთოში რუსეთის დელეგაცია ყირიმზე, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“ რეზოლუციების პროექტის მოხსნას მოითხოვს

ეუთოში რუსეთის დელეგაცია ორი რეზოლუციის პროექტის მოხსნას მოითხოვს, რომლებიც ეხება ყირიმს და ადამიანის უფლებების დაცვას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განუცხადა.

„ჩვენი დელეგაცია შეკრებილია, ჩვენ ვიმუშავებთ მათ შორის იმ დღის წესრიგით, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ. შევთავაზებთ ორი რეზოლუციის მოხსნას ყირიმზე და სამხრეთ ოსეთზე“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა.

ყირიმზე რეზოლუციის ავტორია უკრაინის რადას დეპუტატი არტურ გერასიმოვი. მასში ნათქვამია, რომ „ოკუპაცია გრძელდება და ყირიმის ანექსიის მცდელობაა“. ასევე საუბარია აზოვის ზღვის და მთლიანად ყირიმის ნახევარკუნძულის მზარდ მილიტარიზაციაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. პროექტში ასევე არის მოწოდება რუსეთის ფედერაციისადმი, რომ გაუწიოს სამედიცინო და იურიდიული დახმარება უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც 2018 წელს ქერჩის სრუტეში დააკავეს.

რეზოლუციის მეორე პროექტი წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრმა სოფიო ქაცარავამ. მასში გამოხატულია შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს წართმეული აქვს შესაძლებლობა განახორციელოს იურისდიქცია აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. ასევე საუბარია ამ ტერიტორიებზე „ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე“.

აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“