ბრაზილიის ელჩი გორელ ახალგაზრდებს შეხვდა

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სისერო მარტინეს გარსია მეუღლესთან მარი ანხელეს იგლესიასთან ერთად გორელ ახალგაზრდებს შეხვდა.

ელჩმა ბრაზილიის ისტორიის, პოლიტიკური მოწყობისა და ტრადიციების შესახებ მცირე ლექცია წაიკითხა და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ბრაზილია-საქართველოს ურთიერთობებით დაინტერესდნენ და ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაში ელჩს დახმარება სთხოვეს.

შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ესწრებოდნენ.

ბრაზილიის ელჩი მეოთხე დიპლომატია იაპონიის საელჩოს ყოფილი ატაშის, თურქეთისა და საფრანგეთის ელჩების შემდეგ, ვისაც გორელი ახალგაზრდები პროექტ

„ახალგაზრდა დიპლომატების“ ფარგლებში შეხვდნენ. დიპლომატებთან შეხვედრების გარდა პროექტი ტრენინგებს, დისკუსიებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტებს და სხვა აქტივობებსაც ითვალისწინებს.

პროექტს მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ თანადაფინანსებით ასოციაცია „ნაკვალევი“ ახორციელებს.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია