გიორგი მშვენიერაძე - ხელისუფლებას იმ ადამიანების დასჯა სურს, რომლებიც ოპონირებას უწევენ

დაზიანებულ ადამიანებთან დაკავშირებით ერთი ადამიანიც არ არის მიცემული პასუხისგებაში, რაც კარგად გამოხატავს, რომ ხელისუფლებას არა კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, არამედ იმ ადამიანების დასჯა სურს, რომლებიც ოპონირებას უწევენ, - ასე აფასებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებთ საქართველოს პროკურატურის განცხადებას. მისი თქმით, პროკურატურის განცხადება, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა სიის ზრდაზე მიუთითებს, არის მინიშნება, რომ ხელისუფლება სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.

„ხელისუფლება სამართალდამცველ ორგანოებს იყენებს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომ მათთვის არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ გამოძიება იყოს სწრაფი და რაც შეიძლება მალე იქნან ეს ადამიანები პასუხისგებაში მიცემული. ამ მტკიცებულებების შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საეჭვოა და ნაკლებად დამადასტურებელია ბრალდების.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პირდაპირი ჩანაწერები, ადამიანების დაზიანებები - დაკარგული თვალები, ჯანმრთელობა. ასევე, დაზიანებული ჟურნალისტები, რომელზეც ჯერ ერთი ადამიანიც არ არის მიცემული პასუხისგებაში. ეს კარგად გამოხატავს ხელისუფლების ნებას, რომ მას სურს არა კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა და აღსრულება, არამედ იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც მას ოპონირებას უწევენ“, - აცხადებს მშვენიერაძე.

ამასთან, მშვენიერაძე ამბობს, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები უნდა გაასაჯაროოს, რათა საზოგადოების დარწმუნება შეძლოს, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ამბოხს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი არასერიოზულია.

„ჩვენ მხოლოდ საჯარო მტკიცებულებებით შეგვიძლია მსჯელობა. ამავე დროს პროკურატურისგან გასაჯაროებული დამატებითი მტკიცებულებები არ გვინახავს, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა განპირობებულია ობიექტურად მოპოვებული მტკიცებულებებით. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ იმას, თუ რამდენი ადამიანი დაიკითხა და შინაარსობრივი ნაწილები ჩვენთვის უცნობია. რაც საჯარო წყაროებიდან არის ხილული და ცხადი, ამ მტკიცებულებებით მსჯელობა იმაზე, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფო ამბოხთან ან გადატრიალებასთან, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. თუ პროკურატურას ამის დამამტკიცებელი დამატებითი მტკიცებულებები აქვს, მოუწევს რაღაც ეტაპზე მაინც ამის საჯაროდ წარმოდგენა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ რამდენად არის არგუმენტირებული მათი პოზიცია“,-აცხადებს მშვენიერაძე.

2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გენერალური პროკურატურის მტკიცებით, უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო