მზია თოდუა - სასამართლოს თვითონ სჭირდება, რომ კრიტიკა ისმოდეს

"გამოხატვის თავისუფლება და სასამართლო ეთიკა" -აღნიშნულ საკითხზე სასტუმრო „შერატონში“ პირველი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემარულებლის მზია თოდუას განცხადებით, ფორუმი ორ საკითხს ეძღვნება: ერთი არის გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მეორე - სასამართლოს ავტორიტეტის და ინტერესების დაცვა.

„ეს ორი სიკეთეა, რომელიც უნდა დაუპირისპირო ერთმანეთს და თქვა როგორ უნდა იყოს ბალანსი დაცული, რა შემთხვევაში მიენიჭოს უპირატესობა გამოხატვის თავისუფლების დაცვას და რა შემთხვევაში სასამართლოს ავტორიტეტისა და ნდობის დაცვას, - განცხადა მზია თოდუამ.

მისივე თქმით, სამოსამართლო საქმიანობასთან ერთად მოსამართლეები საზოგადოების წევრები არიან, შესაბამისად, აქ უნდა იყოს აუცილებლად განსაზღვრული ფარგლები.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს უფლებები აქვთ, მათ აქვთ გარკვეული შეზღუდვებიც, რამდენად შეუძლიათ იყვნენ აქტიურები სოციალურ ქსელებში, რამდენად შეუძლიათ პასუხი გასცენ კრიტიკას, იმ კრიტიკასაც კი, რომელიც ზღვარგადასულია და მძიმეა. ამის ბალანსის დადგენა არის ყველაზე რთული. როდესაც კონკრეტულ საქმეს იხილავს მოსამართლე, მოსალონდელია კრიტიკა ისმოდეს და უნდა ისმოდეს კიდეც. სასამართლოს თვითონ სჭირდება, რომ კრიტიკა ისმოდეს, რადგან როცა მოსამართლემ იცის, რომ საქმე, რომელსაც იხილავს, საზოგადოების ინტერესის სფეროშია, იცის რომ შესაძლებელია კრიტიკული მოსაზრებები გამოიხატოს, უფრო ფრთხილია, უფრო დაუკვირდება, უფრო ეცდება, რომ დაასაბუთოს გადაწყვეტილება. ეს კარგია ძალიან. ევროსაბჭო მეტ პრიორიტეტს გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებს და ჩვენც, მაგრამ თუ მოსამართლე ვერ გასცემს პასუხს კრიტიკას, რადგან მას არ აქვს ამის უფლება, მან გადაწყვეტილებით უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი. ასევე უნდა არსებობდეს რაღაც ორგანო, ვთქვათ, მოსამართლეთა ასოციაცია, რომელიც საქმიანად მშვიდად გასცემს პასუხს საზოგადოებას კრიტიკას. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ზიანდება სასამართლოს ინტერესები. საზოგადოებასაც აინტერესებს ისეთი სასამართლო ჰქონდეს, რომელსაც ენდობა და არ დაეცეს მის მიმართ ნდობა. სწორედ ამ ბალანსის დაცვას ემსახურება ეს შეხვედრა", -განაცხადა მზია თოდუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა