გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეებისთვის განახლებულ ეთიკის წესებს მივიღებთ

ჩვენ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული და დეკლარირებული გვაქვს, რომ ეთიკის ნორმები არის გასაახლებელი. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, ჩვენ მივიღებთ განახლებულ ეთიკის წესებს მოსამართლეებისთვის, - ეს განცხადება გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს საკითხზე აქტიური მუშაობა.

"დღევანდელი ფორუმის თემა შეეხება გამოხატვის თავისუფლებას და მათ შორის მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლებას, იმიტომ რომ როგორც თითოეული მოქალაქე, ასევე მოსამართლეები სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს ბალანსი სამოსამართლეო ეთიკას და გამოხატვის თავისუფლებას შორის. სწორედ ამ საკითხებზე იქნება დღეს საუბარი. აუცილებლად გავითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ გამოხატვის თავისუფლებამ სხვადასხვა ფორმები მიიღო, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ და გვქოდნეს შესაბამისი შეხედულებები და რეგულაციები თუნდაც ეთიკის წესების სახით", -განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი ეთიკის კოდექსის განხილვა საჯაროდ მოხდება და მას მოსამართლეთა კონფერენცია დაამტკიცებს.

„რაიმე ფაქტის გამო არ დამდგარა ეთიკის ნორმების გადახედვის საჭიროება. 10-15 წლის წინ სოციალურ ქსელებს არ ჰქონდა იმხელა ძალა, რაც შეიძლება დღეს ჰქონდეს. საზოგადოების განვითარება იწვევს იმას, რომ გარკვეული ნორმები და ეთიკური სტანდარტები ხდება ხოლმე გადასახედი პერიოდულად. მე ვფიქრობ, რომ უფრო ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე, ვიდრე იმასთან რომ რაიმე პრობლემები შეიქმნა და ამიტომ გახდა საჭირო.

რა მიმართულებით უნდა გადაიხედოს, ამაზე გვექნება მსჯელობა, ეს დაწერილი დოკუმენტი იქნება, როდესაც ჩამოვყალიბდებით, შევთანხმდებით, მოსამართლეთა კონფერენცია მიიღებს. გარკვეულ საკითხებს შესაძლებელია, რომ შეეხოს გარკვეული შეზღუდვები, გარკვეულ საკითხებს პირიქით შესაძლებელია მოეხსნას ეს შეზღუდვები. ეს არის ურთიერშეთანხმების და მოსამართლეების გადასაწყვეტი საკითხი, რადგან მოსამართლეთა კონფერენცია იღებს ჩვენთან ეთიკის საკითხებს და მოსამართლეები გადაწყვეტენ ამ საკითხს", -განაცხადა მიქაუტაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა