გიორგი მიქაუტაძე - აცილებული ვარ ყველა პროცესს, რომელიც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს

მე ვარ კანდიდატი, ეს არის იმის საფუძველი, რომ აცილებული ვარ ყველა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით, -ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტების კითხვას, ლობირებს თუ არა იუსტიციის საბჭო უვადო მოსამართლეობის კანდიდატთაგან 20 აპლიკანტს.

„მე ვარ კანდიდატი ამ პროცესში, შესაბამისად, საბჭოს მიერ მიღებულ და მისაღებ გადაწყვეტილებებზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. მე ვარ კანდიდატი, ეს არის საფუძველი იმისა, რომ აცილებული ვარ ყველა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს უზენაესს სასამართლოს მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით. არ ვერევი არც ერთ გადაწყვეტილებაში. ამ პროცესებიდან ვარ დისტანცირებული. შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გავცემ. რაც შეეხება პროცედურას - ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიების პროცესი, როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული. კანონი ითვალისწინებს 10-დან 20 სამუშაო დღემდე ვადას, როდესაც უნდა დაინიშნოს ზეპირი მოსმენა და ამავდროულად მოძიებული უნდა იყოს ინფორმაცია კანდიდატების შესახებ სხვადასხვა უწყებებიდან. ზუსტად ამ ინფორმაციის მოძიების პროცესი მიმდინარეობს. ამას მოჰყვება ზეპირი გასაუბრების დაწყების პროცესი“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს