ვატო შაქარიშვილი - ვერეს ხეობაში, სადაც 4 წლის წინ ტრაგედია დატრიალდა, მერიამ ორი მასშტაბური, მულტიფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა

სამწუხაროდ ერთმანეთს აცდენილია მერის PR აქტივობა და მისი რეალური საქმე,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

შაქარიშვილის განმარტებით, ვერეს ხეობაში, სადაც 4 წლის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და სტიქიას 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის მერიამ დღეს ორი მასშტაბური, მულტიფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა. ვატო შაქარიშვილი მერიის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აღნიშნულში კორუფციის ნიშნებს ხედავს. დეპუტატი მოუწოდებს მერიას, რომ მშენებლობა დაუყოვნებლივ შეაჩეროს.

„ვერეს ხეობაში, რომელიც მრავალჯერადი, უმკაცრესი შეზღუდვის ზონაა, მშენებლობის ნებართვის გაცემა სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლობა და კორუფცია. განსაკუთრებით დასანანია, რომ აღნიშნული ნებართვები მერიის იმ ადმინისტრაციამ გასცა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში ქაოტური მშენებლობის დასრულების დაპირებით მოვიდა.მიუხედავად ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და საზოგადოების აქტიურობისა ვერეს ხეობაში მშენებლობა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ, საჯაროდ მივმართავთ მერიას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მშენებლობა და გააუქმოს მის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები“,-აცხადებს შაქარიშვილი.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს