პარტია „იაბლოკოს“ ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს

პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრ გნეზდილოვის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ ტურისტული ემბარგო და ღვინოზე დაწესებული კონტროლი არაპროპორციულია. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს.

მისი თქმით, ქართველი ხალხის კრიტიკული დამოკიდებულება რუსი პოლიტიკოსების მიმართ არ ეხება რუს ხალხს.

„მე რუსთაველზე ვიყავი, პარლამენტთანაც მივედი, როცა მორიგი მიტინგი იმართებოდა, ძველ ქალაქშიც ვიარე და რესტორნების ტერასებზე რუსული საუბარი უფრო მეტი ისმოდა, ვიდრე ქართული. სანამ საქართველოში წამოვიდოდი, ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები ჩემზე ნერვიულობდნენ, იმიტომ, რომ რუსული ტელეარხები მუდმივად არწმუნებენ მათ, რომ საქართველოში საფრთხე ემუქრებათ. ბოლო დეზინფორმაცია გაუშვეს გეორგიევსკის ლენტასთან დაკავშირებით. გვერდზე გადავდოთ ის, რომ მთელ რიგ ქვეყნებში და რუსეთშიც კი, გეორგიევსკის ლენტასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და რომელიც იყო სამხედრო დიდების სიმბოლო მეთვრამეტე, მეჩვიდმეტე საუკუნეში, მეოცე საუკუნეში და რომელიც გადააქციეს მილიტარიზმის, რევანშიზმისა და შოვინიზმის სიმბოლოდ. ეს ადამიანები ნერვიულობენ. მე მყავს ახლობლები, ვისაც ოჯახის წევრები ჰყავთ უკრაინაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რასაც რუსულ ტელეარხებზე ამბობენ უკრაინასთან დაკავშირებით - ტყუილია. საქართველოსთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ კი, რა თქმა უნდა იტყუებიან, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველაფერს იტყუებოდნენ? - შეიძლება! შეიძლება! მაგრამ რუსეთში ძალიან ბევრმა ეს არ იცის, იმიტომ, რომ საქართველოში არ დადიან. იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ან ჩამოვლენ თბილისში, სიმართლეს გაიტანენ იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან რუსებს საქართველოში, რომ სამართლიანი და ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება, რომელიც არსებობს პრეზიდენტ პუტინის მიმართ, მმართველი პარტიისა და მთელი პარლამენტის მიმართ, არ ეხებათ საქართველოში ჩამოსულ კერძო პირებს“,-აღნიშნა გნეზდილოვმა.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს