ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რაც გვაქვს რუსეთთან, ჯერჯერობით ემბარგო არ გვაქვს, არც გამკაცრებული კონტროლის რეჟიმი ღვინის მიმართ

მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ჯერჯერობით, ემბარგო არ გვაქვს, არც გამკაცრებული კონტროლის რეჟიმი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია სტაბილური გახდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, კახეთში, ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი ფერმერების შეხვედრაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროცესები პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისივე განმარტებით, რუსეთთან არსებულ სავაჭრო ურთიერთობებში პროგრესი შენარჩუნებული უნდა იყოს, რადგან ეს რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია.

„ჩვენმა ხელისუფლებამ წლებია დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია. ტერიტორიული მთლიანობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. იმედია, რომ პროცესები იქნება გამიჯნული პოლიტიკისგან. ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს, პროგრესი შენარჩუნებული იქნება. იმიტომ, რომ ეს რამდენიმეწლიანი, ორივე ქვეყნის მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შედეგია. დაუშვებელია ეს ერთი ხელის მოსმით გაჩერდეს. პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ჩვენ ამ პროცესში მივაღწიეთ საკმაო შედეგს სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით.

ვიმედოვნებ, რომ დიალოგის ფორმატში შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ემბარგო, რადგან ეს იყო ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა. რეგიონებში ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომელთა უკან დგას როგორც დასაქმებული, ასევე ბევრი პარტნიორი მომწოდებელი ფერმერი, გლეხი, რომლის შემოსავალიც დამოკიდებულია ამ სავაჭრო ურთიერთობებზე, ცალკე სასაუბრო თემაა დივერსიფიკაცია და ა.შ. დღეს კონკრეტულ საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში. ჯერჯერობით ემბარგო არ გვაქვს, არც გამკაცრებული კონტროლის რეჟიმი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია სტაბილური გახდება და პროგრესი შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მნიშვნელოვანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შევინარჩუნოთ, ვიმედოვნებ, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ემბარგო

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს