სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

შპს “საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. საჩხერის მუნიციპალიტეტში ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის I ეტაპი ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის ჭალის მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მონოლითური რკინაბეტონის არხი 840 გრძივი მეტრი, ახალი წყალგამშვებშემტბორავი ნაგებობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მილხიდებს.

სამინისტროს ცნობით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ჭალაში 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

სამუშაოების გასაცნობად იმერეთში შპს “საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი თენგიზ ლაკირბაია იმყოფებოდა.

პროექტის საერთო ღირებულება 242 500 ლარია. სარწყავი სისტემა წყალს მდინარე ყვირილას კალაპოტში მოწყობილი სათავე ნაგებობიდან იღებს. ჭალის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სიგრძეა 2,5კმ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს