პრემიუმ კლასის სარემონტო მასალების შოურუმი „ლუსონი“ ერთი წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით შოურუმში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე ერთი კვირის განმავლობაში 40%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს. 6 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით ფასდაკლებით შეძლებთ შეუკვეთოთ ის კოლექციაც, რომელიც მაღაზიაში ნიმუშების სახითაა წარმოდგენილი. „ლუსონი“ ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ბრენდებით და მაღალი ხარისხის მომსახურებით პოზიციონირდება. უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანიდან კი სასურველის შერჩევაში მაღალკვალიფიციური გაყიდვების მენეჯერები და დიზაინერები დაგეხმარებიან.
„იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს ვთავაზობთ 40%-მდე ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე, როგორც შოურუმში შეძენის, ასევე, შეკვეთის შემთხვევაშიც. ჩვენი დიზაინერების კონსულტაცია და 3D დიზაინის გაკეთება კი, რა თქმა უნდა, ამ მომსახურების განუყრელი ნაწილია. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ გარკვეულ პროდუქციაზე ხშირად გვაქვს ფასდაკლება. ყოველ 2 კვირაში ერთხელ მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე ფასდაკლებას“ - აცხადებს „ლუსონის“ ხელმძღვანელი ნატა ქორიძე.

„ლუსონში“ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც საცხოვრებელი სახლისა თუ სასტუმროს ინტერიერისთვის არის საჭირო. მათ შორისაა ექსკლუზიური პრემიუმ ბრენდების კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები, მასიური ხის პარკეტი, ლამინირებული იატაკი, განათება, რბილი ავეჯი და სხვა. მაღაზია-სალონი ბაქრაძის # 23-ში (ყოფილი ბელიაშვილის ქუჩა), დიდუბის ხიდის მიმდებარედ მდებარეობს.
როგორც „ლუსონში“ განმარტავენ, მაღაზიას ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არაერთი უპირატესობის გამო. შოურუმი ექსკუზიურად წარმოადგენს ისეთი პრემიუმ კლასის ბრენდებს, როგორიცაა Atlass Concorde, Ferro, Kutahya, Huppe, ECA, Imola და სხვა. შოურუმში დიდი ყურადღება ექცევა ხარისხიან მომსახურებასაც. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად ემსახურება გაყიდვების მენეჯერი და დიზაინერი. „ლუსონი“ გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ მას შეკვეთილი პროდუქციის ჩამოტანის ყველაზე სწრაფი სერვისი აქვს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელი პროდუქციაზე ოფიციალურ წერილობით გარანტიას იღებს. მეორე მხრივ, საგარანტიო პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია. „ლუსონი“ ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს „დიზაინ ფლორსა“ და „კომფორტ ფლორს“. „დიზაინ ფლორი“ სრულიად ახალი მიმართულებაა. ეს არის ხის იატაკი, რომლის გამოყენებაც სველ წერტილებშიც შესაძლებელია. ის აბაზანაშიც სრულიად უსაფრთხოა. „კომფროტ ფლორი“ კი სამზარეულოსა და საძინებლებისთვისაა რეკომენდებული. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის იატაკი.

შოურუმში კოლექციის განახლება საკმაოდ ხშირად, თვეში ერთხელ მაინც ხდება.
„ახლო მომავალში შემოდის იტალიური ბრენდის შემრევების მრავალფეროვანი არჩევანი. ეს ბრენდი ევროპული ბაზრის ლიდერია და პროდუქციის სრული წარმოება იტალიაში ხდება. უახლოეს მომავალში ლამინატის ხაზითაც გვექნება სიახლეები. ზოგადად, კოლექციის შერჩევისას მუდმივად გავდივართ კონსულტაციას დიზაინერებთან, კონტრაგენტებთან. მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ, რადგან იციან, რა არის ბაზარზე მოთხოვნადი. ასევე, ვაკონტროლებთ გაყიდვების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც მომხმარებლის მოთხოვნებს ვეცნობით. მათ სურვილებსა და შენიშვნებს ყოველთვის ვიმახსოვრებთ და ახალ კოლექციას ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვიღებთ,“ - განმარტავს ნატა ქორიძე.

„ლუსონის“ ხელმძღვანელის განმარტებით შოურუმში ნებისმიერი ტიპის მომხმარებელი აღმოაჩენს მისთვის მისაღებ და შესაფერ პროდუქციას, რადგან აქ საკმაოდ ფართო არჩევანია, როგორც ვინტაჟური კოლექციების, ასევე მარმარილოს ფაქტურის, იტალიური წარმოების ხელნაკეთი პარკეტების, თუ პატარა კედლის და იატაკის ფერადი ფილების.
(R)