სოფიო ქაცარავა - რუსეთის მიერ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. სოფიო ქაცარავას თქმით, ლუქსემბურგის დეკლარაციაში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შევიდა.

„ეს არის პრინციპული და მკაცრი რეზოლუცია, რომელიც ასახავს უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის მიხედვით ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო ნორმები და სამართალი" ,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე; აღნიშნავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობას. ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობისკენ; დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მოწოდება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის დაბრუნების შესახებ. რეზოლუციაში ასახულია მოწოდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულობისკენ და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ინიციატივა: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მტკიცე მხარდაჭერა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო