ბაჩანა შენგელია - პროკურატურაში მოვითხოვე გიორგი გახარიას, მიხეილ ბატიაშვილისა და იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებმაც ია კერზაიას სამსახურიდან გათავისუფლება დაგეგმეს

დღეს პროკურატურაში მოვითხოვე გიორგი გახარიას, მიხეილ ბატიაშვილისა და იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებმაც ია კერზაიას სამსახურიდან გათავისუფლება დაგეგმეს, - ამის შესახებ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე, სადაც შენგელიას თქმით, დაიგეგმა ია კერზაიას სკოლის შემოწმება და სამსახურიდან გათავისუფლება.

„დღეს პროკურატურას მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ გაიმართა და რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი გახარია ზუგდიდში, გუბერნიის შენობაში, სადაც გადაწყდა ია კერზაიას სკოლის შემოწმების და გათავისუფლების საკითხი. გახარიას მოახსენეს, რომ ია კერზაია იყო სკოლის დირექტორი, რომელიც არ თანამშრომლობდა „ოცნებასთან“ და არ იყო მისი აგიტატორი, შესაბამისად რამე უნდა ეღონათ, რომ სკოლებში დაერეგულირებინათ სიტუაცია. გახარიამ დაურეკა განათლების მინისტრს, ხალხის თანდასწრებით და უთხრა, რომ მეექვსე სკოლის დირექტორისთვის გამოეგზავნათ შემოწმება და გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, იმიტომ, რომ არ იყო ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. პროკურატურაში დეტალებში მოვახსენე მონაწილე პირების ვინაობა, იქ შემდგარი საუბრები და ყველაფერი აღვუწერე, მივეცი დეტალური ჩვენება. ასევე მივაწოდე კადრები, სადაც ჩანს ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორ გამოდიან და ინტერვიუს აძლევენ, მათ შორის გუბერნატორი, შს მინისტრი, სხვადასხვა ქალაქების მერები და მოვითხოვე მათი გამოკითხვა. რაც შეეხება ბატიაშვილს, ის არის მთავარი შემსრულებელი და შემოქმედი პირი ამ დევნის, მან მოაწერა ხელი აქტებს და გააგზავნა ჯგუფი ზუგდიდში“, - განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ