თამარ ჟვანია - საარჩევნო ადმინისტრაციის როლი გახლავთ ის, რომ ყველა პროცესი, რაც კანონში ჩაიწერება, გავაკეთოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ

საარჩევნო ადმინისტრაციის როლი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველა პროცესი, რაც კანონში ჩაიწერება, გავაკეთოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალი ნდობის ხარისხი ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, საარჩევნო ადამინისტრაციის კომპლექტაციის წესი არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი და პოლიტიკური შეთანხმების თემა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის კომპლექტაციის წესში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობაზე მესმის აღქმები და დამოკიდებულება. უნდა აღვნიშნო, რომ ეუთოს რეკომენდაციებშიც არის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ჩანაწერები, მათ შორის ის, რომ კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი საჭირო პროცედურების. ასევე საუბარია პოლიტიკურ ბალანსზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობის ნაწილში. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი და პოლიტიკური შეთანხმების თემა. საარჩევნო ადმინისტრაციის როლი ამ თვალსაზრისით გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველა პროცესი რაც კანონში ჩაიწერება, გავაკეთოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალი ნდობის ხარისხი ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციას. უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ყველა ბოლო ანგარიშში, საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასება არის პოზიტიური და ამ ადმინისტრაციამ არჩევნები ჩაატარა პროფესიულ დონეზე",- განაცხადა ჟვანიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა იმართება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ჯგუფის წევრები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზე იმსჯელებენ და მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.

სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები შედიან, მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

გასვლითი შეხვედრა სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ იმართება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს