დეკანოზი დავით ისაკაძე - მოინანიეთ, ვისაც სოდომის ცოდვის სნეულება გჭირთ, მიგიღებთ,  არ გკრავთ ხელს, მაგრამ ნუ შეგვიგინებთ სიწმინდეს და რუსთაველზე ნუ გამოივლით

მოინანიეთ ჩემო კარგებო, ვისაც სოდომის ცოდვის სნეულება გჭირთ. მე მესმის, რომ თქვენ გწნეხავენ, უფლებადამცველებს ფული აინტერესებთ, ხელისუფლება წნეხშია საელჩოებიდან, საიდანაც ეს უბედურება მოდის, მაგრამ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ ქართველები, - ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილებს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და აღნიშნა, რომ მათი მიზანი დაპირისპირება არაა.

სასულიერო პირის თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ „მამათმავლობისა და დედათმავლობის სნეულებით დაავადებულებმა“ რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართონ.

„ვაკვირდებით პროცესებს და ფაქტობრივად ვერ ვხედავ ადამიანებს, ვინც მამათმავლობის და დედათმავლობის სნეულებით არიან დაავადებული. უფრო მეტი ის ადამიანები ჩანან აქ, ვინც მათი მხარდამჭერები,. ე.წ უფლებადამცველები არიან, ვინც გრანტებით იკვებებიან.

ჩემო კარგებო, ვინც ამ გზით დადიხართ, ვისაც სოდომის ცოდვის სნეულება გჭირთ, მოინანიეთ, გვერდში დაგიდგებთ, მაგრამ თქვენს ქადაგებას არ დავუშვებთ საქართველოში, ეს იცოდეთ. ზნეობა და სიწმინდე უნდა დავიცვათ. მიგიღებთ არ არის პრობლემა, მოდით ჩვენთან, არ გკრავთ ხელს, მაგრამ ნუ შეგვიგინებთ ჩვენს სიწმინდეს, აქ ნუ გამოივლით, არ დაგიშვებთ გამორიცხულია. მთელი ამერიკა, რომ ჩამოვიდეს, აქ ვერ გაივლით. ჩვენ ცოტა სხვა ხალხი ვართ, ამერიკელებმა ვიეტნამში წააგეს, საქართველოში ვერ წააგებენ? - წააგებენ“,-განაცხადა პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას დავით ისაკაძემ.

დავით ისაკაძის თქმით, „ მიშა მშვილდაძეები და ვიღაც სერენადების ავტორები“ დროზე უნდა მოვიდნენ გონს და წავიდნენ იქ, საიდანაც იმართებიან.

„აქ ჩვენ მხარდამჭერები, უამრავი ხალხი მოვა, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ამიტომ, სამართალდამცველებს ვთხოვ, ძალიან ჩაკეტონ ეს პერიმეტრი და არ შემოუშვან ეს საცოდავი ადამიანები სასტვენები, წყლები რომ დაურიგეს, რაღაც მაისურები რომ ჩააცვეს-გახარია გადადექი და ა.შ უცხოურ ენაზე „გოუ“ და რაღაც... თავი დაანებეთ ქართველებზე ზეწოლას, ჩვენ ვერ მოგვიგებთ, გამორიცხულია!“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს