“დანქინი“ მენიუს გემოვნური თვისებებით გამდიდრებული ცივი ყავის რამდენიმე ნაირსახეობას ამატებს და ყავის ბაზრის ლიდერის პოზიციას იმყარებს

ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერის პოზიციებს იმყარებს და ქართულ ბაზარზე იტალიური ნაღების ყველის - მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ, ესპრესოზე დამზადებულ, ცივი ყავის ასორტიმენტს ახალ პროდუქტებს ამატებს. ცივი ყავის სხვადასხვა სახეობა მარწყვის, ბანანისა და შოკოლადის, მარილიანი კარამელის, ჩიზქეიქის გემოს არჩევანით „დანქინში“ ცხელი ზაფხული გრილად იქცევა და ახალი ენერგიით შეგივსებთ დილას, შეუადღესა თუ საღამოს.

ამჟამად, „დანკინის“ ქართულ რესტორნებში უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი. „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე განმარტავს, რომ ბრენდი, უპირველესყოვლისა, ყავის ქსელია და გაყიდვებიც ამას ადასტურებს.

„ამერიკულმა რესტორნების ქსელმა დანკინმა“ მიზნად დაისახა, მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატსს“ ხედავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენდით, არადა, რეალობა განსხვავებულია. „დანკინის“ გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% - სენდვიჩებზე და 25% დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე. „დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად, ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წვეტს, დილას, შუადღეს თუ საღამოს, ცხელ თუ თბილ სეზონზე ყავა სად დააგემოვნოს“, - განაცხადა „დანკინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.

„დანკინის“ ყავის ახალი სახეობები „ვისოლ ჯგუფმა“ მედიის წარმომადგენლებს გააცნო. მათ საშუალება ჰქონდათ, მასკარპონეს გემოვნურ თვისებებზე დამზადებული ცივი ყავა რესტორნების ქსელის ბარისტას რეკომენდაციებით, თავად მოემზადებინათ.

„ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერის რუსუდან კბილაშვილის თქმით, მიმდინარე ცხელ სეზონზე „დანკინის“ ახალი პროდუქტები მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე იქნება.

„ვფიქრობ,ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით საინტერესო შეთავაზება გვაქვს, რადგან ბრენდი იტალიური ნაღების ყველის - მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ ცივი ყავის არჩევანს აფართოებს.

მომხმარებელს დღეიდან შევთავაზებთ ესპრესოზე დამზადებულ მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ ცივ ყავას მარწყვით, შოკოლადითა და ბანანით, ჩიზქეიქითა და მარილიანი კარამელით. ყავის არჩევანი, რომელიც დღეს უკვე 25 სახეობის ყავას მოიცავს, კიდევ უფრო გავამდიდრეთ და ველოდებით ჩვენს ერთგულ მომხმარებელს“, - აღნიშნა მან.

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია, მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. „ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე ქვეყნის მასშტაბით, რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია. ამ ეტაპზე, საქართველოში „დანკინს“ 24 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე, კიდევ 4-ის გახსნას გეგმავს.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა