დავით ზალკალიანი - აღმოსავლეთ პარტნიორობამ აღმოსავლეთ ევროპას ახალი შესაძლებლობები შეუქმნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, კონფერენცია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნებიდან მე-10 წლისთავს ეძღვნება, მონაწილეებს განვლილი წლების განმავლობაში მიღწეული შედეგების გაანალიზების, ასევე სამომავლო გეგმების დასახვის შესაძლებლობას სთავაზობს.

ზალკალიანი აღნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივამ აღმოსავლეთ ევროპას ახალი შესაძლებლობები შეუქმნა, ამასთან თითოეულმა პარტნიორმა ამ ინიციატივიდან თავისი სარგებელი მიიღო“.

„კერძოდ, ზოგიერთმა პარტნიორმა უკვე ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რაც ვაჭრობის გაძლიერებასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესება მოქალაქეთა მობილურობა, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის რეჟიმების ამოქმედების გზით. მინისტრის თქმით, კიდევ ერთ მიღწევას წარმოადგენს ის, რომ პარტნიორი ქვეყნების ათასობით ახალგაზრდა ევროკავშირის ქალაქებში იღებს განათლებას, ან სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოების წინაშე მდგარი რისკებისა და გამოწვევების განსახილველად მრავალმხრივ ფორუმს ქმნის და ის ასევე ხელს უწყობს სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელებისა და ციფრული კომუნიკაციის განვითარებას.“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართვაში აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა პატივისცემას ემყარება, რაც აღნიშნული ინიციატივის ქვაკუთხედია.“

საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ 11-12 ივლისს, ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მფლობელ ქალაქში - ბათუმში გაიმართება. კონფერენციას ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები და გამოჩენილი მკვლევარები დაესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა