„წერის არქიტექტურა“ - შემოქმედებითი წერის მასტერკლასი სტუდენტებისთვის

ლევან ბერძენიშვილი, ანნა კორძაია- სამადაშვილი, ნატო ინგოროყვა, დავით გაბუნია და ზაალ ჩხეიძე - ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც 6 და7 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურული კონკურსის ისტორიაში პირველი შემოქმედებითი წერის მასტერკლასი გამართეს. შემოქმედებითი ტრენინგი „წერის არქიტექტურა“ - ასე ეწოდა ამ მასტერკლასს და იგი „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში, "სილქნეტისა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ჩანაფიქრია. „წერის არქიტექტურა“ წერის მოყვარულთ დაეხმარება გამოიმუშავონ საკუთარი სტილი ძირითადი ლიტერატურული ხერხების მეშვეობით და შექმნან ახალი ნამუშევრები ტრენინგზე მოცემული სავარჯიშოების გამოყენებით.

ორდღიანი მასტერკლასი შეჯამებული სახით, მოგვიანებით, ბროშურად გამოიცემა, სადაც, ასევე, დაიბეჭდება ტრეინინგში მონაწილე 10 სტუდენტის ნამუშევარი. ეს ბროშურა იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც უყვარს წერა და სურვილი აქვს, რომ გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მორიგი, რიგით მეთერთმეტე „შემოდგომის ლეგენდა“ კი, წელს წინანდლის ჭავჭავაძისეულ ისტორიულ მამულში გაიმართება.

„შემოდგომის ლეგენდა“ - შენი აღმოჩენის დროა.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა