ლევან ვეფხვაძე - ნდობის გარეშე საპენსიო ფონდი ვერ იმუშავებს

ნდობის გარეშე საპენსიო ფონდი ვერ იმუშავებს, - აღნიშნული განცხადება ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.

,,გარკვეული პერიოდის წინ მივიღე გადაწყვეტილება და დავრჩი სქემაში. მე მაქვს ჩემი ანგარიში, ეს თანხა გროვდება, აკუმულირებდა. მოგიწოდებთ ყველას ვინც 40 წელს ზემოთ ხართ, დარჩეთ, იმიტომ რომ ნდობის გარეშე ასეთი საპენსიო ფონდი ვერ იმუშავებს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, დღეს მიეცა საინვესტიციო საბჭოს წევრების გაცნობის შესაძლებლობა. შეხვედრის შემდეგ კი დარწმუნდა, რომ საინვესტიციო საბჭო ინვესტირების პროცესთან დაკავშირებით მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ლევან ვეფხვაძემ ქართველი და უცხოელი წევრების მაღალ პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზეც გაამახვილა ყურადღება.

აღნიშნულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა