დონალდ ტრამპმა  ბრიტანეთის ელჩს აშშ-ში „სულელი კაცი“ უწოდა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა აშშ-ში თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესახებ ელჩის, კიმ დაროქის ელექტრონული მიმოწერების შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია გახდა.

კერძოდ, გასაჯაროებულ წერილებში ელჩი ტრამპის ადმინისტრაციას შეუფერებელს უწოდებს. აღნიშნულს თავად თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი მალევე გამოეხმაურა და ელჩი მკაცრად გააკრიტიკა.

უფრო მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა დიპლომატს „სულელი კაცი“ და „ექსცენტრული ელჩი“ უწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე მქონდა ვადა ამ პოსტზე ვყოფილიყავი, მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში უმჯობესი იქნება თუ ახალი ელჩი დაინიშნება აშშ-ში“, - განაცხადა კიმ დაროქმა და თანამდებობა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გასაჯაროებული წერილებისა, ბრიტანეთის ელჩს პრემიერ ტერეზა მეის სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო