ანანურის ციხე - კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის ციხე -კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტის საფარი; ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდება; დამონტაჟდება გარე განათება და კეთილმოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე გაკეთდება პარკირების სივრცეც.

„პროექტის განხორციელებით მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება და ანანური ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად იქცევა. პროექტის ღირებულება 673 945 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა