გორში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა

გორში, უნივერსიტეტის მიმდებარედ, ზაზა ფაჩულიას სახელობის "გალფის" საკალათბურთო მოედანი გაიხსნა, რომელიც კომპანია „გალფის“ და გორის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე საფარით. საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიამ ოფიციალურ პირებთან და გალფის მენეჯმენტთან ერთად საზემო ვითარებაში გახსნა.

მოედნის გახსნას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობა ქალაქ გორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღეიდან გორის საკალათბურთო მოედანი უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურნირებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკალათბურთო კორტი რიგით მეორეა, რომელიც კომპანია "გალფის" ეგიდით გაიხსნა. "გალფი" შემდეგი საკალათბურთო მოედნის გახსნას ქალაქ სენაკში გეგმავს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა