დევიდ კრემერი - პუტინის რეჟიმი დაინტერესებულია, რომ საქართველოს შიგნით საზოგადოება დაიყოს და ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველებმა უნდა შეძლონ, რომ ამ მახეში არ გაებან

ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ასეთ რამეებზე იბრძვიან, ამით კრემლს ეხმარებიან. პუტინის რეჟიმი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოს შიგნით საზოგადოება დაიყოს და ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ,- ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ კომენტარში ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთმა ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრემერმა განაცხადა.

დევიდ კრემერი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „გაბუნიას კომენტარები არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო იყო“.

კრემერის თქმით, „რუსთავი 2“-ის მიერ გაბუნიას პროფესიული პასუხისმგებლობის დროებითი შეჩერება „მართებული იყო,“ თუმცა დასძენს, რომ „ამ ინციდენტმა „რუსთავი 2“-ის კრიტიკოსებს კრიტიკის საბაბი მისცა“.

„ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღია, თუმცა ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ისეთ რამეებზე იბრძვიან, ამით კრემლს ეხმარებიან. პუტინის რეჟიმი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოს შიგნით საზოგადოება დაიყოს და ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ქართველებმა უნდა შეძლონ ის, რომ ამ მახეში არ გაებან“,- განაცხადა კრემერმა.

რაც შეეხება მთავრობის განცხადებებს ჟურნალისტის განცხადებაზე, კრემერის თქმით, „მთავრობასაც აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება გააჟღეროს იმაზე, რაც ჟურნალისტმა თქვა“.

„თუმცა, „რუსთავი 2“- ის გადასაწყვეტია ის, თუ რა რეაგირებას გააკეთებს, რადგან „რუსთავი 2“ კერძო კომპანიაა და არა მთავრობის მფლობელობაში მყოფი ან მის მიერ კონტროლირებული მედია. მთავრობამ ეს არ უნდა გამოიყენოს მედიის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების საბაბად“,- აღნიშნა კრემერმა.

ასევე, დევიდ კრემერის განცხადებით, „კრემლი და მისი პროპაგანდისტები არ არიან იმ პოზიციაში, რომ საქართველოში მომხდარის გამო ვინმე აკრიტიკონ“.

„რუსეთის ჯარი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა. გავრილოვი პროვოკაციის ნაწილია და იმსახურებს მკაცრ კრიტიკას იმისთვის, რაც საქართველოს პარლამენტში გააკეთა. ამაზე პასუხად კი, პუტინმა ვაჭრობა და ფრენები შეწყვიტა“, - განაცხადა კრემერმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს