ევროკომისარი - საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია

ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარის ქრისტოს სტილიანიდისის განცხადებით, ევროკავშირი და საქართველო დაინტერესებულნი არიან გააძლიერონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მისი განცხადებით, სწორედ ამის დასტურია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმებები, რომელიც უსაფრთხოების გაძლიერებას და ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

„ევროკავშირის სახელით გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ჩვენთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა მართლაც ღირებული ინიციატივაა. მე არაერთხელ მითქვამს რომ საქართველო არა მარტო მეზობელი, არამედ უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მთელი რიგი შეთანხმებების მეშვეობით, რომელთაგან ერთ-ერთს ხელი დღეს მოვაწერეთ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არა მხოლოდ მეზობელი, არამედ ძირითადი პარტნიორია. სწორედ ამიტომ ვიყენებთ ამ ძალიან კონკრეტულ, ზუსტ სიტყვას პარტნიორობის აღსანიშნავად. გვწამს რომ ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაძლიერებას მთელ რიგ სფეროებში“,-განაცხადა ევროკომისარმა.

აღსანიშნავია, რომ ქრისტოს სტილიანიდისმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კონფერენციის სესიაში „20 მიზანი ეკონომიკურად მდგრადი პარტნიორობისთვის“, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა.

ევროკომისარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული შეთანხმებების გაფორმების ცერემონიაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს