საქართველოში კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ წარმომადგენლობასა და ანსამბლ „ერისიონს“ შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ წარმომადგენლობასა და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას ისახავს მიზნად.

მემორანდუმის ფარგლებში „სამსუნგი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციასა და მრავალწლიან ისტორიას გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიცო ფორმებიც. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ერთობლივი ორგანიზებით, გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.

„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა ჯეისონ ლიმ იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, „სამსუნგს“, საქართველოს მოსახლეობასა და ქართულ კულტურას შორის მჭირდრო თანამშრომლობა დაიწყება.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო დღეს აქ, როგორც „სამსუნგის“ წარმომადგენელი და ხელი მოვაწერო მემორანდუმს. „სამსუნგი“ ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი და ამ წლების განმავლობაში, ქართველი მომხმარებლისგან დიდ სიყვარულს იღებს. ამ პროექტით, კი გვინდა ეს სიყვარული ჩვენც უკან დავაბრუნოთ ინვესტიციის სახით, რომელიც ქართული კულტურისა და ტრადიციების მხარდაჭერაში ჩაიდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქართული კულტურა ძალიან მდიდარია და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მემორანდუმის შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყება „სამსუნგს“, საქართველოსა და ქართულ კულტურას შორის, - აღნიშნა ჯეისონ ლიმ.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია უამრავ წარმატებას და თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. მსოფლიოს რამოდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA–ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული.

135-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.

„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა; „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხარებლებისათვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსათვის. ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „სამსუნგი“ ქართველი ხალხისა და მომავალი თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების - კულტურის მხარდაჭერას გამოხატავს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა