საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მისული ხატია დეკანოიძე საჯარო სხდომის ჩატარებას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე თბილისის საქალქო სასამართლოში მივიდა, სადაც ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უნდა დაიკითხოს.

როგორც დაკითხვის დაწყებამდე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სხდომის საჯაროდ ჩატარებას მოითხოვს, ვინაიდან საზოგადოებას უნდა აჩვენოს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ აქვთ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს