პარლამენტთან მოშიმშილეები ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე შეუძლოდ გახდნენ

საქართველოს პარლამენტთან მოშიმშილე ადვოკატი ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე შეუძლოდ გახდნენ. როგორც ბექა ბასილაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისთვის შედარებით დამძიმდა, თუმცა მიუხედავად ამისა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობას არ შეწყვეტს.

„დღეს მდგომარეობა ცოტა დამძიმდა. სასწრაფო დახმარების ექიმი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი წნევა და შაქრის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, არანაირ მედიკამენტს არ ვიღებთ. თუ საჭირო გახდა საავადმყოფოში გადაყვანა, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ვეღარ გაგრძელდება შიმშილობა. ექიმების რეკომენდაციაა, რომ საავადმყოფოში გადავიდეთ, მაგრამ კიდევ რამდენიმე საათს დავიცდით",- განაცხადა ბასილაიამ.

ამასთან, კიდევ ერთი მოშიმშილის ვახტანგ სიხარულიძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით სტაბილურია.

"შეუძლოდ გავხდი, ცოტა სისუსტე მაქვს, ახლა ნორმალურად ვარ, ემოციურად საბრძოლო განწყობაზე ვარ", - განაცხადა სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია 24-ე დღეა რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს