პროექტი, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესის გაყიდვებს გაზრდის - ანუ როგორ მოვიზიდოთ ტურისტი

საქართველოში არსებული საერთაშორისო აეროპორტები (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი), რიყე - ნარიყალას საბაგირო, ძველი თბილისი - ეს ის ძირითადი ლოკაციებია, სადაც საქართველოში ჩამოსული თითქმის ყველა ტურისტი ხვდება. სარეკლამო კომპანია „ალმამ“, წლის დასაწყისში გამოკითხა ასამდე მარკეტერი, რომელთა უმრავლესობის აზრითაც, ტურისტული სეგმენტის ყურადღების მიქცევა, სწორედ ზემოთ ხსენებული ტერიტორიებიდან უნდა დაიწყოს. ამის გათვალისწინებით, „ალმამ“, მის ხელთ არსებული სარეკლამო რესურსებით, დაგეგმა პროექტი, რომელიც სხვადასხვა მოცულობის ბიზნესებს მათთვის საინტერესო სეგმენტის მიზიდვას გაუმარტივებს.

„ალმამ“, მარკეტინგის სპეციალისტების გუნდის შექმნით, წამოიწყო პროექტი „ალმა ტურიზმისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ის დაეხმარება ნებისმიერი ტიპის ბიზნესს, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმის მიმართულებასთან, როგორც სარეკლამო აქტივობის მოფიქრება-დაგეგმარებაში, ისე სტრატეგიულ ლოკაციებზე რეკლამის ხელმისაწვდომი პირობებით განთავსებაში.

კონკრეტულად ამ პროექტის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ „ალმას“ მარკეტინგის სპეციალისტს, ტურისტულ ზონებში რეკლამის განთავსების ხელმძღვანელს გიორგი ბოლქვაძეს ესაუბრა.

რამდენიმე სიტყვით მოგვიყვევით კომპანია „ალმას“ შესახებ...

„ალმა“ არის “ვისოლ ჯგუფის” შვილობილი, ამიერკავკასიაში #1 სარეკლამო კომპანია. თითქმის, 25 წელია საქართველოს ბაზარზე ვართ და ამ პერიოდში, ქვეყანაში მოღვაწე, ეროვნულ თუ უცხოურ კომპანიებთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად, ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ.

როგორც სარეკლამო კომპანია, მუდმივად ვვითარდებით. მეტიც, ქართულ ბაზარზე, გარე რეკლამის მსოფლიო სტანდარტების დანერგვა, ჩვენთვის ამოსავალი წერტილია. შესაბამისად, ყოველწლიურად ვიზრდებით როგორც სარეკლამო პორტფელის, ისე ინოვაციების კუთხით. ვცდილობთ, რომ ბილბორდების ხანა, რომელიც მეოცე საკუნესთან ასოცირდება ჩავანაცვლოთ ახალი მიდგომით - „დიჯიტალიზაციით“, რაც თავის მხრივ გულისხმობს სტატიკური სარეკლამო კონსტრუქციების ნაცვლად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. თუ რამდენიმე წლის წინ ქალაქში სულ 5-მდე მონიტორი იყო, დღეს უკვე, საქართველოს მასშტაბით, ვფლობთ 36 მაღალტექნოლოგიურ ციფრულ ეკრანს.

კონკრეტულად რა სარეკლამო აქტივებს ფლობს კომპანია?

ჩვენ ვფლობთ გარე რეკლამის სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა, ბილბორდები საქართველოს მაშტაბით, ავტობუსის მოსაცდელები თბილისსა და რეგიონებში. ამასთან, გვაქვს სარეკლამო განთავსების ექსკლუზიური უფლება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე (მეტრო და ავტობუსები) და ტურისტულად ისეთ სტრატეგიულ ადგილებში როგორიცაა - აეროპორტები, ძველი თბილისი და რიყე-ნარიყალას საბაგირო. სარეკლამო პორტფელის მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, დამკვეთებისთვის ხარისხიანად შევარჩიოთ შესაბამისი სამიზნე აუდიტორიები (შემოსავლის, ასაკის, უბნების მიხედვით) და სტრატეგიულად მართებულ ლოკაციებზე განვათავსებინოთ რეკლამები, რაც მათ ეხმარებათ წინსვლაში, განვითარებასა თუ გაყიდვების სწრაფი ტემპით ზრდაში.

რას თავაზობს „ალმა“, როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესებს პროექტის - „ალმა ტურიზმისთვის“ ფარგლებში?

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ძირითადად მიმართულია ტურიზმის განვითარებისკენ. მოგეხსენებათ, თბილისში განვითარებულმა მიმდინარე მოვლენებმა, გამოიწვია ჩვენი მეზობელი ქვეყნის საზღვრების გაურკვევლი ვადით ჩაკეტვა, რაც ლოგიკურია, ტურისტების შემოდინებაზე ნეგატიურად აიხსახება. ჩვენი აზრით, რუსი ტურისტების რესურსის ჩანაცვლება დროთა განმავლობაში სავსებით შესაძლებელია, თუმცა არსებული ტემპის დაგდება, რომელიც საქართველოს ბოლო წლებია აღებული აქვს, ვთვლით რომ არ შეიძლება, ამიტომ გადავწყვიტეთ, დროულად აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესებში და მცირედი წვლილი შევიტანოთ ტურიზმის და მასზე დამოკიდებული ბიზნესების განვითარებაში. შესაბამისად, დავიწყეთ პროექტი - „ალმა-ტურიზმისთვის“ და გადავწყვიტეთ, „ცხელ სეზონზე“ გვერდში დავუდგეთ ყველა ორგანიზაციას, ვისი მცირედი ინტერესი მაინც გადის ტურისტზე. დავაზუსტებ - საუბარია, როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზე.

ჩამოვაყალიბეთ მარკეტერებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ნებისმიერ მსურველს (იგულისხმებიან : რესტორნები, ბარები, გასართობი ცენტრები, კინო/თეატრი, საცურაო აუზები, ავტო/მოტო/ველო გაქირავება და ა.შ) დაეხმარება მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში და ჩვენს ხელთ არსებულ სარეკლამო სივრცეებზე (აეროპორტში, ძველ თბილისში, რიყე-ნარიყალას საბაგიროზე) განათავსებინებს ბანერებსა თუ ვიდეო კლიპებს. რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებული და მეგობრული პირობებით.

ამ მეთოდით, ვფიქრობთ, დავეხმარებით მეწარმეებს თავიანთი საქმიანობის უკეთ განვითარებაში, რაც ერთმნიშვნელოვნად ასიხაება ზოგადად ეკონომიკაზეც.

ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა, რომელთაც ალმას ახალ პროექტში ჩართვა სურთ?

დროული რეაგირება! სეზონის დასრულებამდე 3 თვე რჩება, ამიტომ დროული რეაგირებაა აუცილებელი. ნებისმიერმა მსურველმა უნდა მოგვმართოს G.bolkvadze@alma.ge | 595 522 572. “ალმა“ აუცილებლად განიხილავს ყველა მოთხოვნას და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შევთავაზებთ მათზე მორგებულ ვარიანტს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზით, ბევრ თანამედროვე ბიზნეს გაეხსნება დიდი შესაძლებლობების კარი.

(R)

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)