Apple Premium Reseller-ის, iSpace-ის გრანდიოზული გახსნა “თბილისი მოლში”

26 ივლისს 15 საათზე, “თბილისი მოლში“ საქართველოში ერთადერთი Apple premium reseller-ის, iSpace-ის მაღაზია გაიხსნება. მე-2 სართულზე განთავსებული მაღაზიის ინტერიერი „ეფლის“ სტანდარტების მიხედვით იქნება მოწყობილი, შესაფერისი ინტერიერის დიზაინით და სპეციალური განათებებით.

მაღაზიაში მოსულ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ Apple-ის უახლეს ტექნიკას, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მაღაზიაში გამოყოფილი იქნება სპეციალური სექცია Flex მაგიდის სახით, სადაც მსურველები შეძლებენ, მიიღონ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი Apple-ის მიერ დატრენინგებული კონსულტანტებისგან და გაეცნონ პროდუქციის ტექნიკურ დეტალებს. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი მისი შეძენა. iSpace-ის მაღაზიაში მოეწყობა Beats-ის, Marshall-ის, JBL-ის და სხვა მაღალი დონის აუდიო ტექნიკის სპეციალური ზონა, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს დაათვალიეროს და გაეცნოს პროდუქციას.

iSpace-ის ახალი მაღაზია სავაჭრო ცენტრში ,,თბილისი მოლი’’ Apple-ის პროდუქციის მოყვარულთათვის შეხვედრის კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილი გახდება. ეს არ იქნება მხოლოდ მაღაზია მრავალფეროვანი პროდუქციით. ეს იქნება სივრცე, სადაც გაეცნობით ინოვაციურ სიახლეებს და მიიღებთ ექსპერტების კვალიფიციურ რჩევებს.

„ეფლი“ ყურადღებას აქცევს თითოეულ დეტალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია მისი პრემიუმ „რესელერის“ სტატუსზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტს. სწორედ ასეთი იქნება iSpace- სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი“. აქ არის ქართველ მომხმარებელზე მორგებული ინოვაციური სივრცე და მომსახურების მაღალი ხარისხი”,აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს