გენადი მარგველაშვილმა  და  ირინე ფრუიძემ საერთაშორისო ექსპერტ მაქსიმილიან ფრასთან ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები გენადი მარგველაშვილი და ირინე ფრუიძე ახალგაზრდობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტს,მაქსიმილიან ფრასს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციაზე.

როგორც შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ირინე ფრუიძემ განაცხადა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებაზე იმუშავებს.

„სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებაზე და შემდგომში, უკვე ამაზე დაყრდნობით, შეიმუშავებს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას. სწორედ, ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. პროცესში გვეხმარებიან გაეროს ინსტიტუტები და მათი მხარდაჭერით შევხვდით ექსპერტს, რომელიც შეაფასებს ახალგაზრდულ პოლიტიკას და სამოქმედო გეგმას. პროცესში ჩართული ყველა დაინტერსებული პირი მონაწილეობას მიიღებს ამ შეფასებაში და შემდეგ უკვე, სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ჩაერთვება ახალი კონცეფციის შემუშავებაშიც“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს