ვარკეთილში, 180-ე საჯარო სკოლასთან, მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება

წელს ვარკეთილის III მიკრორაიონში 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან, მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მულტიფუნქციური კომპლექსები ათივე რაიონში აშენდება , ვარკეთილში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე კი 11 მილიონამდე დაიხარჯება.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების მშებნებლობა, სადაც იქნება საჭიდაო დარბაზები, საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ყველანაირად აღჭურვილი იქნება ეს კომპლექსები, რომლებიც ათივე რაიონში განხორციელდება და წელს პირველის განხორციელებას ვიწყებთ ვარკეთილში. დაახლოებით 11 მილიონი ლარი დაჯდება ამ პროექტის განხორციელება, ვაცხადებთ ტენდერს მშენებლობასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ ბევრი კეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანია დაინტერესდება, რომ დროულად მოხდეს მისი განხორციელება,“-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია აგრძელებს სპორტის მხარდაჭერის პროგრამას.

„სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის. თბილისის მერია უკვე მეორედ ახორციელებს სპორტის მხარდაჭერის პროგრამას, ჩვენ ეს პროგრამა შარშან დავიწყეთ, რომელიც გულისხმობს, სპორტის 21 სახეობაში სპორტსმენების სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფას,”-განაცხადა კახა კალაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს