გადადი ახალ ბინაში - "ტერაბანკის" იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

"ტერაბანკი" მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ.

პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი საშეღავათო პერიოდია გათვალისწინებული, რაც მათ საშუალებას აძლევს, ამ დროის განმავლობაში თანხა არ გადაიხადონ, ძველი ბინა აუჩქარებლად გაყიდონ და სესხის დაფარვა შემდეგ დაიწყონ.

„მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ახალი სახლის, ან 1 დიდი ბინის სანაცვლოდ, ორის შეძენა სურთ, ჩვენი საშეღავათო პერიოდი ხელსაყრელი პირობა და კარგი სტიმული იქნება. ადამიანებს ხშირად სახლის გაყიდვა შედარებით იმის გამო იაფად უწევთ, რომ ეჩქარებათ. ტერაბანკის ახალი იპოთეკური სესხით კი მათ საშუალება ექნებათ, ძველი უძრავი ქონება მშვიდად, მომგებიანად გაყიდონ და მიღებული შემოსავლით სესხი სრულად დაფარონ, ან შეამცირონ“, - აცხადებს საცალო საბანკო საქმიანობის განყოფილების უფროსი, ქეთევან მღებრიშვილი.

ახალი პროდუქტით 2 პარალელური — დროებითი და ძირითადი სესხის გაცემაც არის შესაძლებელი. დროებით სესხს მომხმარებელი შემოსავლების შესწავლის გარეშე იღებს და იგი ძველი ბინის რეალიზაციის შედეგად, 6 თვის ვადაში უნდა დაფაროს. ძირითადი სესხი კი სტანდარტული იპოთეკური სესხია სტანდარტული პირობებით, რომელიც 15 წლამდე ვადით გაიცემა.

"ტერაბანკი" ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი