მნიშვნელოვანი სიახლე BDO საქართველოში - დავით დარსაველიძე პარტნიორის პოზიციაზე დაწინაურდა

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან BDO-ს აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების დირექტორი დავით დარსაველიძე კომპანიის პარტნიორი გახდა. ახალი სტატუსი მას საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად ჩაერთოს აუდიტის პრაქტიკის შემდგომ განვითარებაში, გაწეული მომსახურების ხარისხის მართვასა და BDO-ს პოზიციის კიდევ უფრო გამყარებაში პროფესიული მომსახურების ბაზარზე.

დავით დარსაველიძეს BDO-ში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, სხვადასხვა დროს იკავებდა აუდიტორის, ჯგუფის ხელმძღვანელის, მენეჯერისა და დირექტორის პოზიციას. წლების განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში. აქვს მდიდარი სექტორული გამოცდილება წარმოების, მშენებლობის, ბუნებრივი რესურსების, ლიზინგის, საცალო და საბითუმო გაყიდვების, დაზღვევის, მიკროფინანსების, მედიცინის, კომუნიკაციისა და სხვა სფეროებში. მიღებული აქვს ეკონომიკური განათლება, არის “საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის” მიერ სერტიფიცირებული, პროფესიონალი ბუღალტერი და სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის წევრი.

ზურაბ ლალაზაშვილი, BDO-ს მმართველი პარტნიორი: „ახალი პარტნიორის მიღება ადასტურებს BDO-ს ზრდასა და განვითარებას საქართველოში. მოხარული ვართ, რომ პარტნიორთა გუნდს მაღალი კლასის პროფესიონალები უერთდებიან, რომელთაც გათავისებული აქვთ ჩვენი ხედვა - ვიყოთ გამორჩეული მომსახურების ლიდერი და სრულად იზიარებენ BDO საქართველოს ფასეულობებს”.

აუდიტის მომსახურება და მისი ხარისხი განსაკუთრებით პრიორიტეტულია BDO-სთვის. ეს არის მიმართულება, რომლის ხვედრითი წილიც კომპანიის შემოსავლებში ყოველთვის სოლიდურია, რაც ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, აუდიტის მომსახურების წილით BDO საქართველოს ბაზრის ლიდერია. ამავე სამსახურის მიერ, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად, BDO-ს მინიჭებული აქვს აუდიტის მომსახურების პირველი კატეგორია.

“კიდევ ერთი პარტნიორი აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებით, უფრო გაამყარებს ბაზარზე BDO-ს პოზიციას და შექმნის ახალ, გაცილებით ფართო და მრავალმხრივ შესაძლებლობებს. დათო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამორჩეული პროფესიონალია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის BDO-ს აუდიტის პრაქტიკის განვითარებაში. ვულოცავ მას ამ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ მისი, როგორც პარტნიორის ჩართულობა კომპანიის საქმიანობაში, კიდევ უფრო საინტერესო და ეფექტიანი იქნება”, აცხადებს BDO-ს პარტნიორი და აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი ივანე ჟუჟუნაშვილი.

2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, BDO-ს საქართველოში 12 პარტნიორი ჰყავს. პარტნიორების სრულმა უმრავლესობამ თავისი კარიერა წლების წინ, სწორედ BDO-ში დაიწყო. კომპანიის ზრდა და ძლიერი პოზიცია ბაზარზე განპირობებულია პრიორიტეტული ასპექტებით, როგორიც არის კლიენტების საჭიროებაზე მორგება, ლიდერობა ინოვაციებში და პროფესიონალიზმი.

“BDO-ს პარტნიორობა დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, საშუალებას მომცემს ჩემი წვლილი შევიტანო BDO-ს აუდიტის პრაქტიკისა და მთლიანად კომპანიის შემდგომ განვითარებაში. სამყარო ყოველდღიურად იზრდება, ჩნდება ახალი ჰორიზონტები, იცვლება მიდგომა აუდიტის მომსახურების გაწევის მიმართ და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა სათანადოდ ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს“, ამბობს დავით დარსაველიძე.

(R)

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ