ნინო ლომჯარია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება

თუკი საერთაშორისო სასამართლოები დაადგენენ საოკუპაციო ხელისუფლების ბრალეულობას, პასუხისმგებლობას თუ ინდივიდუალურ პირთა პასუხისმგებლობას, ვფიქრობთ, ამას ექნება პრევენციული ეფექტი სამომავლოდ დანაშაულების ჩადენასთან მიმართებით, რაც წლიდან წლამდე სამწუხაროდ, იზრდება, -ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ანგარიშის -"ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ყველაზე ეფექტური გზა, რითიც შეიძლება საქართველომ დაიცვას ჩვენი თანამოქალქეების უფლებრივი მდგომარეობა, არის საერთაშორისო სასამართლოები, საერთაშორისო ტრიბუნალები და საერთაშორისო ასპარეზზე ამ საკითხის აქტიურად წამოწევა.

"წლიდან წლამდე მძიმდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, დევნილთა მდგომარეობა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ერთადერთი ყველაზე ეფექტური გზა, რითიც შეიძლება საქართველომ დაიცვას ჩვენი თანამოქალქეების უფლებრივი მდგომარეობა, არის საერთაშორისო სასამართლოები, საერთაშორისო ტრიბუნალები და საერთაშორისო ასპარეზზე ამ საკითხის აქტიურად წამოწევა, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს ჩართულობა და არასამათავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რომ აქტიურად იყოს წამოწეული დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმალური, რადგან ეს არის ჩვენთვის ერთადერთი გზა დაზარალებულ პირთა უფლებების დასაცავად. ასევე პასუხისმგებლობას ყოველთვის მოსდევს პრევენცია. თუკი საერთაშორისო სასამართლოები დაადგენენ საოკუპაციო ხელისუფლების ბრალეულობას, პასუხისმგებლობას თუ ინდივიდუალურ პირთა პასუხისმგებლობას, ვფიქრობთ, ამას ასევე ექნება პრევენციული ეფექტი სამომავლოდ დანაშაულების ჩადენასთან მიმართებით, რაც წლიდან წლამდე სამწუხაროდ, იზრდება. ჩვენ ბოლო რამდენიმე წელში 4 მძიმე ფაქტი გვქონდა, რაც სიცოცხლის მოსპობით დასრულდა. არაფერს ვამბობ გატაცების თუ სხვა უფლებების დარღვევის ფაქტებზე",- განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს