თამაზ გაიაშვილი - ავიამიმოსვლის აღდგენა არ უნდა მოხდეს უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან კარგია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე არ უნდა აღდგეს. აღნიშნული საკითხი უნდა იყოს განხილული მოლაპარაკების ფორმატში, რომელშიც აუცილებლად უნდა ჩაერთონ საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული საავიაციო ხელისუფლება მუდმივად აშანტაჟებს ამ საკითხით ქართულ მხარეს რომ თუ დათმობის პირობებში არ ვიმუშავებთ მათთან, ისინი ფრენებს შეგვიწყვიტავენ. ახლა უკვე მესამედ შეწყდა ავიამიმოსვლა, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას. ავიამიმოსვლის აღდგენა უნდა მოხდეს 1993 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და აქამდე დადებული ყველა დროებითი შეთანხმება, გაუქმებულად იქნას ცნობილი, რაც უზრუნველყოფს იმას რომ ქართული მხარე და რუსული მხარე ვიყოთ თანაბარ პირობებში და დაცული იქნას პარიტეტი და გათვალისწინებული იქნას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები", - ნათქვამია განცხადებაში.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ