ანა დოლიძე - ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის მეშვეობით ჩვენი უფლებამოსილებების განხორციელების საშუალება არ გვეძლევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, დააკვირდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს და იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან მათი მისამართით გამოთქმულ "დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".

როგორც ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მწვავე დისკუსია იქნება მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერებასთან, მათ წარსულ სამოსამართლეო და არასამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩვენ საშუალება არ გვეძლევა განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილებები, ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის მეშვეობით - ყვირილი, ჯგუფური თავდასხმა დისკრიმინაციული განცხადებები, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული გულისყურით დააკვირდნენ ამ პროცესებს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ იმ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებს აქვთ ჩვენი, ანუ ორი ქალის მიმართ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო შემდეგი კანდიდატებით: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი,თამარ ბურჯანაძე და მერაბ გაბინაშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ანა დოლიძე - ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის მეშვეობით ჩვენი უფლებამოსილებების განხორციელების საშუალება არ გვეძლევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, დააკვირდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს და იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან მათი მისამართით გამოთქმულ "დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".

როგორც ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მწვავე დისკუსია იქნება მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერებასთან, მათ წარსულ სამოსამართლეო და არასამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩვენ საშუალება არ გვეძლევა განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილებები, ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის მეშვეობით - ყვირილი, ჯგუფური თავდასხმა დისკრიმინაციული განცხადებები, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული გულისყურით დააკვირდნენ ამ პროცესებს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ იმ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებს აქვთ ჩვენი, ანუ ორი ქალის მიმართ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო შემდეგი კანდიდატებით: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი,თამარ ბურჯანაძე და მერაბ გაბინაშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია