ქიბარ ხალვაშის ადვოკატის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ს “დიდი ოთხეულიდან” მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს “დიდი ოთხეულიდან” მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს. ამის შესახებ სალიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც სალიამ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშს სამომავლო გეგმებზე მასთან ჯერ კონკრეტულად არ უსაუბრია და ამას უახლოეს მომავალში აპირებს.

„ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ ის აპირებს გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი. მის ნაცვლად დანიშნოს ახალი გენერალური დირექტორი და განუსაზღვროს მას კონკრეტული ამოცანები. მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს იქეთკენ, რომ არხმა გააგრძელოს მუშაობა, არ იყოს შეფერხება, არ იყოს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა. პარალელურად განხორციელდეს შემოწმება. აუდიტორები იქნენ მოწვეული “დიდი ოთხეულიდან“, - განაცხადა სალიამ.

რაც შეეხება პარტნიორთა კრების მოწვევას, როგორც სალია აცხადებს, მაშინ, როდესაც ყველა პარტნიორი შეიძლება ეთანხმებოდეს დღის წესრიგს, პარტნიორთა კრების მოწვევა არც არის ხოლმე საჭირო.

„ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პარტნიორის წერილობითი განცხადება საკმარისია. მე ახლა გავიგე, რომ დარეგისტრირდა, დანარჩენი ხალვაშის გადასაწყვეტია. მე მას დავუკავშირდები როგორც კი მექნება შესაძლებლობა და ვკითხავ რას აპირებს“, - განაცხადა სალიამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ