ირაკლი სესიაშვილი - ვაზაგაშვილი მოკლეს და მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა, სამწუხაროდ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას მის გარეშე ვისმენთ

ვაზაგაშვილი მოკლეს და მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. ის გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს, 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

"თავად ვაზაგაშვილის ისტორია არის ძალიან ტრაგიკული. მე მას პირადად ვიცნობდი და თვალწინ მიდგას იმ ადამიანის ტკივილი. ამ ტკივილის გამოხატვა და მისი ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის სიმბოლური იყო. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე შესაფასებელია და აქ ფული განმსაზღვრელი არ არის, აქ მთავარია, რომ ვაზაგაშვილი მოკლეს და მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე ვისმენთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ