20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული პოლიციელის ადვოკატი - გიორგი ესიაშვილმა ახლო მანძილიდან ისროლა, თუმცა, დამიზნების გარეშე

გიორგი ესიაშვილმა ახლო მანძილიდან ისროლა, თუმცა, დამიზნების გარეშე. მან არ იცის კონკრეტულად ვის მოხვდა მის მიერ ნასროლი ტყვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელის ადვოკატმა, ზაზა არჩვაძემ განუცხადა.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, ესიაშვილის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ იყო.

"გიორგი ესიაშვილმა წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ აღიარა. მას წინასწარ განზრახული არ ჰქონია ვინმესთვის სხეულის დაზიანება მიეყენებინა. მის მიმართ მოთხოვნილი იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, რაც საკმაოდ მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაა. დაცვის მხარის მიერ დასაბუთებული იყო, რომ პატიმრობის გამოყენება მიზნაშეუწონელია. გირაოს გამოყენებით სავსებით მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა და შეუფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით", - განაცხადა არჩვაძემ.

მისივე განმარტებით, შსს-ს თანამშრომელს დამიზნებით არ უსვია.

"ის ამბობს, რომ საზოგადოებრიცი წესრიგის დაცვას ახორციელებდა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას, მან გამოიყენა სპეციალური საშუალება, ახლო მანძილიდან მოახდინა გასროლა, თუმცა, დამიზნების გარეშე. მან არ იცის, კონკრეტულად ვის მოხვდა მის მიერ ნასროლი ტყვია. ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ გასროლა სპეციალური წინაპირობების გარეშე მოახდინა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მან მოახდინა გასროლა, მაგრამ დამიზნებით არ უსვრია", - განაცხადა არჩვაძემ.

ცნობისთვის, 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გიორგი ესიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, ესიაშვილს აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო