IRI-ის კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 26 %, „ნაციონალებს“ – 22 %, „ევროპულ საქართველოს“ კი 7 % მისცემდა

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა არჩევნებში მხარს კვლავ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა.

კითხვაზე: მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მიანიჭებდით უპირატესობას პირველ რიგში, გამოკითხულთა 26%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ -22%-ით, მესამე ადგილზე კი „ევროპული საქართველო“ 7%-ით. „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გამოკითხულთა 5%-ის მხარდაჭერა მიიღო. ხმების 1 % მოდის „გირჩზე“.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მაღალია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ - არ იცის მხარს ვის დაუჭერს გამოკითხულთა 22%-მა პროცენტმაან კითხვაზე პასუხის გაცემას საერთოდ აარიდა თავი.

ამასთან, კითხვაზე: რომელ პარტიას არ დაუჭერდით არც ერთ შემთხვევაში ხმას, გამოკითხულთა უმეტესობამ - 29%-მა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მისცა ხმა. მას 4%-ით ჩამორჩება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამე ადგილს კი 17%-ით "გირჩი" იკავებს.

IRI-ის განმარტებით, კვლევა არ მოიცავს 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო